შესანიშნავი დუეტი

შესანიშნავი დუეტი

1821 წელს რომში კარნავალზე ხალხის ყურადღება მიიპყრო მოხეტიალე მუსიკოსთა ერთმა ჯგუფმა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა კომიკური წყვილი – არაჩვეულებრივად სქელი მამაკაცი და გამხდარი ქალი. ისინი ვირტუოზულად უკრავდნენ გიტარაზე, ხოლო მათი თანამგზავრები მღეროდნენ მხიარულ სიმღერას:

 

ბრმები ვართ და დავიბადეთ,

 

რომ ვიცხოვროთ სატანჯველად,

 

მხიარულ დღეს ნუ დაგვტოვებთ

 

გასამრჯელოს მოუცემლად.

 

მაყურებელი გაოცებული იყო: საიდან ჰქონდათ ასეთი ოსტატობა მოხეტიალე მუსიკოსებს.

 

ვერავინ იცნო მაშინ, რომ მამაკაცი იყო ჯოაკინო როსინი, რომელიც ბალიშების წყალობით გაცილებით უფრო მსუქანი ჩანდა, ხოლო ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი იყო ნიკოლო პაგანინი. მათი მეგობრები მღეროდნენ სიმღერას, რომელიც როსინიმ სპეციალურად კარნავალისათვის შეთხზა.