ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არის ახალი ძალა, ახალი ენერგია

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არის ახალი ძალა, ახალი ენერგია

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ჩვენთვის არის ახალი ძალა, ახალი ენერგია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას თითოეულ ჩვენგანს მოუტანს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ ცივილიზაციას ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფნას, ირაკლი სესიაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დღევანდელი დღე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ წვრილმან დეტალებზე ყურადღება არ მიუქცევია.

რატიფიცირების საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკიც. მისი მოსაზრებით, უახლოეს მომავალში საქართველო კიდევ ბევრ ასპექტში პოზიტიურად დაანახებს თავის თავს როგორც ევროპას, ასევე საზოგადოებას.