საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან რიჩარდ ჩარნეცკისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდგომი პერიოდის გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ.  რიჩარდ ჩარნეცკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ამას გარდა, მხარეებმა ყურადღება იმ რეფორმებსა და ვალდებულებებზე გაამახვილეს, რომლებიც ქართულმა მხარემ ასოცირების შეთანხმების მიხედვით უნდა განახორციელოს. ასევე აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში მიაღწია.

შეხვედრას საქართველოს დელეგეციის წევრები ესწრებოდნენ.