რამდენიმე დღის წინ კომპანია “Pollstar”-მა გამოაქვეყნა 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული მუსიკოსების ჩამონათვალი. მხედველობაში მიიღებოდა ალბომემისა და საკონცერტო შემოსავლების შედეგები.
საპატიო პირველ ადგილზე კანადელი მომღერალი სელინ დიონი გავიდა. მან მიმდინარე საუკუნეში 747.9 მილიონი დოლარი დააგროვა მეორე საფეხურზე ქანთრი-შემსრულებელი კენი ჩესნი აღმოჩნდა. მუსიკოსი 742.9 მილიონი დოლარით გამდიდრდა. მესამე პოზიცია კი ჯგუფმა “Dave Matthews Band” დაიკავა.
21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული და მდიდარი მუსიკოს-შემსრულებელთა პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
სელინ დიონი
კენი ჩესნი
Dave Matthews Band
The Beatles
U2
ტობი კიტი
ბრიუს სპრინგსტინი
The Rolling Stones
ტიმ მაკგრო
ბრიტნი სპირსი