ირაკლი ღარიბაშვილი - ზვიად ჯანყარაშვილს მიაჩნდა, რომ მის მიმართ დაუსაბუთებელი კითხვები მთავრობას აზიანებს

ირაკლი ღარიბაშვილი - ზვიად ჯანყარაშვილს მიაჩნდა, რომ მის მიმართ დაუსაბუთებელი კითხვები მთავრობას აზიანებს

ზვიად ჯანყარაშვილს მიაჩნდა, რომ მის მიმართ დაუსაბუთებელი კითხვები აზიანებს მთავრობას და სჯობს თანამდებობა დატოვოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯანყარაშვილის მხრიდან "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის დატოვების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანყარაშვილს დიდი სურვილი არ ჰქონია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ყოფილიყო. "მისი მისამართით გაუთავებლად ისმოდა ბრალდებები, რომ ნათესაური ნიშნით არის დანიშნული. ამ ბრალდებების შემდეგ შემდეგ თვითონ დატოვა გენინსპექციის თანამდებობა. გავიდა რამდენიმე თვე და შევთავაზეთ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, თუმცა მას დიდი სურვილი არ ჰქონია. ეს ბრალდებების პროცესი ისევ გაგრძელდა. მან თქვა, რომ ეს პროცესი და უსაფუძვლო ბრალდებები ძალიან დამღლელია. მას მიაჩნია, რომ ეს დაუსაბუთებელი კითხვები აზიანებს მთავრობას და ჯობია ეს თანამდებობა დატოვოს. მე ვუფასებ ამ გადაწყვეტილებას. მე ადამიანს ვაფასებ ქმედებით და არა ჭორაობით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ზვიად ჯანყარაშვილი მას ნათესაური კუთხით არ შეურჩევია. "მე არასდროს დამიმალავს, რომ ის ჩემი ნათესავი იყო, მაგრამ მე შევარჩიე როგორც კარგი მენეჯერი და რაიმე სხვა მოტივაცია არ მქონია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.