"ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება"

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისობრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძეს აქვს კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და უახლოესი თვეების განმავლობაში უკვე ნათლად გამოჩნდება ხელშესახები შედეგები.

მამუკა მდინარაძის დანიშვნა სუს-ის ხელმძღვანელად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე, უახლოესი თვეების განმავლობაში შედეგები იქნება ხელშესახები - სუს- იქნება ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ,"- განაცხადა პრემიერმა.