პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა - შენახვის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1969 წელს დაბადებული .. და 1966 წელს დაბადებული .. დააკავეს.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთი დაკავებულის .. - დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეინახეს.

სამართალდამცველებმა .. - დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, აღნიშნული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდებთან და 135 ვაზნასთან ერთად ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ .. და .. ბრალდებულების სახით დააკავა.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა - შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.