"ორი მაესტროს შეხვედრა: გრიგორი ლეპსის კონცერტი თბილისში სკანდალით დასრულდა", - ამ სახელწოდების რეპორტაჟი მოამზადა ტელეკომპანიამ Россия 1 გრიგორი ლეპსის თბილისში გამართულ კონცერტზე.
როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტმა რუს მომღერალს მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ.
რაც შეეხება სპორტის სასახლის გარეთ კონცრტის დაწყებამდე მოწყობილ ე.წ. "სირცხვილის კორიდორს", რუსი მომღერალი აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, აქცია რამდენიმე ადამიანმა მოაწყო.
"მითხრეს, რომ რამდენიმე ტრანსპარანტიანი ადამიანი იდგა. არც ვიცი, რა ეწერა ამ ტრანსპარანტებზე. ალბათ არ უნდოდათ, რომ თბილისში მემღერა. რამდენადაც ვიცი, ხალხი ძალიან გაბრაზდა აქციის მონაწილეების გამო. სიმართლე გითხრათ, საკუთარი თვალით არ მინახავს, რა მოხდა. საერთო ჯამში კი, კონცერტი კარგად ჩატარდა", - აღნიშნა გრიგორი ლეპსმა.
რაც შეეხება ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს, რუსი მომღერლის განცხადებით, ვერ იტყვის, რომ რაიმე სახის ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
სოჭში დაბადებული რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის, იგივე გრიგორი ლეფსვერიძის კონცერტი თბილისში 7 დეკემბერს გაიმართა. სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გამართა და ლეპსის კონცერტზე დასწრების მსურველებს ე.წ. "სირცხვილის კორიდორი" მოუწყო. სკანდალი მოხდა კულისებშიც - ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის ნინი მეტრეველის ინფორმაციით, კონცერტის ორგანიზატორებმა იგი საათნახავრის განმავლობაში ჩაკეტეს ოთახში მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა რუს მომღერალს არასასურველი შეკითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
გამოძიება ჟურნალისტებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მოხლით მიმდინარეობს,