ზუსტად ვიცი, რომ სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი თავს იკავებს საკადრო ცვლილებებისგან, იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტში ნდობის მოპოვება გაუჭირდება ახალ მთავრობას, სუბარის განცხადებით, პარლამენტში ნდობის მოპოვება არ ჭირს.
"ნამდვილად არანაირი ცვლილებები არ იგეგმება. პარლამენტში ნდობის მოპოვება არ ჭირს და ეს ერთი კვირის წინ განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა", - განაცხადა სუბარმა.