ჰიუ ჯეკმენის ახალი როლი

ჰიუ ჯეკმენის ახალი როლი


გასული წლის “ოსკაროსანმა” რეჟისორმა თომას ჰუპერმა რამდენიმე კვირის წინ ახალ სურათზე მუშაობა დაიწყო. ჰუპერმა ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგოს რომანის “განკიცხულნი” ეკრანიზაცია დაიწყო.

სურათში მთავარი როლების შესასრულებლად რეჟისორმა ცნობილი მსახიობები ჰიუ ჯეკმენი და პოლ ბეტანი მიიწვია.

ჯეკმენი მთავარ გმირს – გაქცეულ კატორღელ ჟან ვალჟანს განასახიერებს, ხოლო ბეტანი პოლიციის ინსპექტორი ჟავერის როლს შეასრულებს.

ფილმისათვის სასცენარო ვერსია უილიამ ნიკოლსმა გადაამუშავა. მას ეკუთვნის სცენარები სურათებისა “გლადიატორი”, “ოქროს საუკუნე” და “პირველი რაინდი”.

ჰიუ ჯეკმენის ბოლო ნამუშევარი სურათი “ცოცხალი ფოლადი” გახლავთ, პოლ ბეტანისა კი ფილმი “მოძღვარი”, რომელშიც მოქმედება მომავალში ვითარდება.