არნიმ ტრავმა მიიღო

არნიმ ტრავმა მიიღო


ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით ცნობილმა მსახიობმა, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა ახალი წლის წინ ე.წ. “საწარმოო” ტრავმა მიიღო.

რკინის არნის ამჟამად მხატვრულ ფილმში “უკანასკნელი ზღვარი” იღებენ. ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის გადაღებისას მსახიობმა თავი გაიტეხა. ეს ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკში მოხდა.

დაზიანება მსუბუქი აღმოჩნდა. ექიმებმა არნოლდს დროულად უმკურნალეს და მსახიობი ამჟამად საახალწლო არდადეგებს მშობლიურ ავსტრიაში ატარებს.

ახალ ფილმში შვარცენეგერი ყოფილი ლოს-ანჟელესელი პოლიციელის როლს თამაშობს. ერთ-ერთი ოპერაციის ჩავარდნის შემდეგ მამაცი წესრიგის დამცველი პატარა საზღვრისპირა ქალაქში შერიფის მოვალეობას ასრულებს.

ამ სურათის რეჟისორია კინ ჯი ფონი. ეს ნამუშევარი დიდ ეკრანებზე მომავალი წლის დასაწყისში გამოვა.