გასულ წელს ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით 250 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ახალი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა ეს თანხა ნიუ-იორკის ბიბლიოთეკას გადაურიცხა. ამ ფულით განზრახულია ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების გაფართოება, ახალი კომპიუტერებისა და ავეჯის შეძენა.
საინტერესოა რომ ბოლდუინმა ამავე დაწესებულებას გასული წლის დასაწყისში 1.5 მილიონი დოლარი გადასცა.
მიმდინარე წელს მსახიობი პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას გეგმავს. მისტერ ალეკი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრია. პარტიამ ის ქალაქ ნიუ-იორკის მერის თანამდებობაზე წამოაყენა.
ეს არჩევნები 2013 წლის ნოემბერში ჩატარდება. მსახიობი მომავალი პოლიტიკური პერსპექტივით კმაყოფილებას არ მალავს და მზად არის ნიუ-იორკის მერის წინასაარჩევნო პერიპეტიებში ჩასაბმელად.
მიმდინარე წელს ბოლდუინი მაგისტრატურაშიც აპირებს მოწყობას, რისთვისაც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ორ უნივერსიტეტთან.
“უნივერსიტეტი დამეხმარება უკეთ გავიგო რა სამუშაო იქნება ეს. რას წარმოადგენს სინამდვილეში საქალაქო გაერთიანებები, კონტრაქტები, შეთანხმებები, ინფრასტრუქტურა და დეცენტრალიზაცია.” – განაცხადა მსახიობმა.
ალეკ ბოლდუინმა ისიც აღნიშნა, რომ მას სხვა შტატშიც შესთავაზეს არჩევნებზე კენჭისყრა, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან მარტო თავის მშობლიურ ქალაქს სურს ემსახუროს.
788
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85