“Reuters”-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ცნობილი რეპერი სნუპ დოგი ნარკოტიკების უკანონო შენახვის გამო დააპატიმრეს და ერთი დღის გატარება პოლიციის განყოფილებაში მოუწია.
40 წლის მუსიკოსი კონცერტების ჩასატარებლად საკუთარი საგასტროლო ტრეილერით მექსიკაში მიემგზავრებოდა. ამ ქვეყნის საზღვართან, დასახლება სიერა ბლანკაში მისი ავტობუსი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა შეამოწმეს.
მუსიკოსის სამწუხაროდ ამერიკელმა პოლიციელებმა ნარკოტიკების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. რეპერის განცხადებით მარიჰუანა მას ეკუთვნოდა. ამ აღიარების შემდეგ სნუპ დოგი სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოსვეს და სიერა ბლანკას პოლიციაში მიიყვანეს.
მომღერლის წინააღმდეგ საქმე აღიძვრა. გირაოს გადახდის შემდეგ დროებითი თავისუფლება კი მიანიჭეს, მაგრამ მისი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 20 იანვარს დაინიშნა.
საინტერესოა რომ მსგავს ინციდენტში სნუპ დოგი ადრეც არაერთხელ გახვეულა. გარკვეული ჯარიმების გადახდის შემდეგ მართლმსაჯულების კლანჭებიდან თავს ყოველთვის იძვრენდა. საინტერესოა ამჟამადაც თუ მოახერხებს თავის გადარჩენას.