„DPA საქართელო“ 2012 წელს ახალი მიზნებითა და პროექტებით ხვდება!

„DPA საქართელო“ 2012 წელს ახალი მიზნებითა და პროექტებით ხვდება!

გასული წლის ბოლოს თბილისში კიბერუსაფრთხოებისა და IT  ინოვაციების მეოთხე რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარ მიზანს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიის ქვეყნებში, კავკასიისა და შუა აზიის რეგიონებში საზოგადოებასა და კერძო სექტორის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

კონფერენციაში მონაწილეობდა  საერთაშორისო IT კომპანია DPA, რომელიც საქართველოში შარშან, მაისში შემოვიდა და მოკლე პერიოდის მიუხედავად ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება უკვე შეძლო.

DPA-ს პრეზიდენტს იურის ვილდერსს სწორედ კონფერენციის დასასრულს შევხდით, რომელიც საქართველოში კომპანიის მიზნებზე, საქმიანობასა და სამომავლო გეგმზე გვესაუბრება:

- ქართული IT ბაზრის პოტენციალი და მისი მიმზიდველობა ჩვენთვის ცნობილი იყო. საინფორმაციო ტექნოლოგიების ქართული ბაზარი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ განვითარებული და გაჯერებულია. კომპანიის შემოსვლა ქვეყანაში არსებულმა ლიბერალურმა ბიზნესგარემომაც განაპირობა. ქართულმა IT ბაზარმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა, გაჩნდა ნდობა და მოკლე დროის მიუხედავად უკვე შევძელით რამდენიმე სერიოზული პროდუქტის განხორციელება.

კომპანიამ მოკლე დროში თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე გამორჩეული პროექტების განხორციელებით დაიწყო...

- კომპანია მხოლოდ თბილისით და იქ მომუშავე ორგანიზაციებით არ შემოიფარგლება. კომპანიამ საქმიანობის არეალი გააფართოვა. შარშან ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრები ბათუმსა და რუსთავში, სადაც კომპანიის ტექნოლოგიური შესაძლებლობების, გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომები გაუზიარეს.  მიმდინარე წელს ვგეგმავთ ქვეყნის დიდ ქალაქებში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების მიმართულებით გააქტიურებას. ქალაქებში მომუშავე საჯარო უწყებებისთვის და ადგილობრივი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ახალი IT გადაწყვეტებებისა და პროგრამების დანერგვა.

გარდა ამისა, აქცენტს ვაკეთებთ განათლებაზე. ჩვენთვის ეს პრიორიტეტულია. ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი უშუალოდ სტუდენტებისთვის. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში  ჩატარდა ღია ლექცია და დისკუსი თემებზე: ინტელექტუალური საკთრება და ინტერნეტი, პროგრამული უზურნველყოფის ლიცენზირების მოთხოვნები, Microsoft-ის გადაწყვეტები განათლების სფეროში, ბიომეტრია და იდენტიფიცირების თანამედროვე ტექნოლოგიები, იდეალური საინფორმაციო ტექნოლოგიები (ISO სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული ხედვა) და სხვ.

საქართველოს გარდა, DPA საკუთარ წარმომადმგენლობას ბაქოშიც ხსნის?

- ბაქო იქნება კავკასიისა და მთლიანად კასპიის რეგიონში მეორე ადგილი, სადაც კომპანიას საკუთარი წარმომადგენლობა ექნება. ბიომეტრიული გადაწყვეტები და ბიომეტრიული მონაცემების დამუშვება ბალტიისპირეთის ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება, რაც  კავკასიის ქვეყნებშიც საკმოდ დიდ დახმრებას გაუწევს სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო საწარმოებს ბიომეტრიული მონაცემების თავმოყრაში.  ჩვენ უკვე გვაქვს სისტემა, რომლითაც შესაძლებელია დავაკავშიროთ ყველა შენახული ბიომეტრიული მონაცემები და სპეციალური ალგორითმების დახმარებით გავაკეთოთ ანალიზი. ამ მიმართულებით ვაპირებთ როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე, შუაა აზიის რეგიონში გააქტიურებას.

ქვენ მონაწილეობა მიიღეთ კიბერუსაფრთხოებისა და IT  ინოვაციების მეოთხე რეგიონალური კონფერენციაზე, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო?

- კონფერენცია მნიშვნელოვანია, სხვადასხვა კომპანია მომხარებელს სთავაზობს ახალ მომსახურებასა თუ შესაძლებლობებს, იწყება და ვითარდება ახალი პროექტები. ბიომეტრიული გადაწყვეტები სიახლეა მთელ მსოფლიოში და არამხოლოდ საქართველოში. აღნიშნული მიმართულებით DPA საქართველოში ბიომეტრიული პროდუქტის, ამერიკული მწარმოებლის L-1 Ldentity Solitions-ის პროდუქტის შემოტანას გეგმავს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ L-1 Ldentity Solitions აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს უმსხვილესი კონტრაქტორია, რომლის პროდუქციასაც წარმატებით იყენებენ ფედერალურ ბიუროშიც. ეს სერვისი დღეს ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის, რომელიც ბოლომდე უზრუნველყოფს ადამიანის იდენტიფიცირებას.

და მაინც, რომელ პროდუქტებზე შეიმჩნევა აქტიური ინტერესი საქართველოში? რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას და IT -ს რომელ სფეროს აქვს მეტი პოტენციალი ჩვენს ქვეყანაში?

- ქართულ ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა მზა პროდუქტებზეა. ქართველი მომხმარებლისთვის მთავარია სერვისი სწრაფად და ხარისხიანად  იყოს ხელმისაწვდომი.  თუმცაჩვენ ვცდილობთ ეს სტერეოტიპი აღმოვფხრათ.  იმისათვის რომ IT პროექტი იყოს წარმატებული, აუცილებელია იგი ითვალისწინებდეს კონსალტინგს, ანალიზისა და აუდიტის ფაზებს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულმა IT ბაზარმა ჩვენი მოლოდინები გაამრთლა. მოკლე დორის განმავლობაში შევძელით რამდენიმე სერიოზული პროექტის განხორციელება. სურვილი გვაქვს განვავითაროთ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაც, შევთავაზოთ საწარმოებსა და კომპანიებს უკვე გამზადებული პროგრამული უზურნველყოფა ან შევიმუშაოთ ახალი მათი საჭიროების შესაბამისად. ამის განხორციელებისთვის, ჩვენ გვყვავს საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტები და კვალიფიციური თანამშრომლები. ჩვენი ყველა თანამშრომელი Microsoft-ის სერტიფიცირებული ექსპერტია. საქართველოში მოღვაწეობის 9 თვე ოპტიმიზის საფუძველს გვაძლევს. კომპანიამ სტარტი აიღო და მომავალი უკეთესი იქნება.