ადელმა დიდ ბრიტანეთში ლიდერობა დაიბრუნა

ადელმა დიდ ბრიტანეთში ლიდერობა დაიბრუნა

გუშინ გამოცემამ “Official Charts Company”  წინა კვირის მუსიკალური ალბომების ბრიტანული ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალის პირველ საფეხურზე მომღერალი ადელის სტუდიური ჩანაწერი “21” აღმოჩნდა.

 

გასული წლის იანვარში გამოშვებულმა ალბომმა შარშან ბრიტანული ჩართების სათავეში 19 კვირა გაატარა და ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ერთგვარი სარეკორდო მაჩვენებელი აღმოჩნდა. შარშან “ნისლიან ალბიონზე” ამ დისკის 3.8 მილიონი ცალი გაიყიდა.

 

ალბომი “21” დიდ ბრიტანეთში ყველა დროის პოპულარული ჩანაწერების ჩამონათვალში საპატიო მეექვსე ადგილზე დამკვიდრდა. ამ სიაში მას ლეგენდარული “The Beatles”-ის შემდეგი ოთხი სტუდიური ნამუშევარი უსწრებს: “Please Please Me”, “With The Beatles”, “Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band” და “A Hard Day's Night”. ადელის რიგით მეორე დისკის წინ საიმონი და გარფუნკელის ალბომიც “Bridge Over Troubled Water” იმყოფება.

 

2-8 იანვრის მუსიკალური ალბომების ბრიტანული ჩართების მეორე პოზიციაზე ბრუნო მარსის ნამუშევარი “Doo-Wops & Hooligans” აღმოჩნდა, მესამე კი ედ შერიგანის ალბომი “+” განთავსდა.