მიმდინარე წლის 8 იანვარს ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს დევიდ ბოუის დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ინტერნეტ გამოცემამ “Digital Spy” ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა. ამ ვებ გვერდის მკითხველებს იუბილარის საუკეთესო ალბომებისა და კომპოზიციების რეიტინგი უნდა შეედგინათ.
კომპოზიციების ჩამონათვალში პირველი ადგილი 1971 წელს ჩაწერილმა “Life on Mars?” დაიკავა.
საუკეთესო კომპოზიციების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. Life on Mars?
2. Heroes
3. Ashes to Ashes
4. Let's Dance
5. Starman
6. Space Oddity
7. Changes
8. Ziggy Stardust
9. The Man Who Sold The World
10. Magic Dance
მკითხველებმა შეადგინეს დევიდ ბოუის საუკეთესო ალბომების ერთგვარი რეიტინგიც. ამ სიის სათავეში 1972 წელს ჩაწერილი დისკი “The Rise and Fall of Ziggy Stardust and The Spiders from Mars” აღმოჩნდა.
1971 წელს გამოშვებულმა ალბომმა “Hunky Dory” მეორე ადგილი დაიკავა, 1977 წელს ჩაწერილი “Low” მესამე საფეხურზე აღმოჩნდა.