ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სასიხარულოა, რომ პროკურატურამ გირგვლიანის საქმე გამოიძია

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სასიხარულოა, რომ პროკურატურამ გირგვლიანის საქმე გამოიძია

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ პროკურატურამ გამოიძია გირგვლიანის საქმე და მას საბოლოოდ წერტილი დაუსვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მართლმსაჯულება აღდგება და კიდევ ერთხელ იზეიმებს სამართლიანობა.

"ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, ისეთს, როგორიცაა ადამიანების წამება, ძალიან მძიმე დანაშაულები, მათ შორის უკანონო ფარული მიყურადება, მასობრივი უკანონო მოსმენები", აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას.

გუშინ მთავარმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების შესახებ.