აკაკი მინაშვილისა და მერაბ კაჭახიძის გასაშველებლად მანდატური გახდა საჭირო

აკაკი მინაშვილისა და მერაბ კაჭახიძის გასაშველებლად მანდატური გახდა საჭირო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი და დეპუტატი მერაბ კაჭახიძე დაუპირისპირდნენ.

სიტუაციის განსამუხტად მანდატური გახდა საჭირო. მათ დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს, თუმცა, სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგ დარბაზის გარეთ გაგრძელდა. საბოლოოდ მანდატურებმა დეპუტატების დამშვიდება შეძლეს.

დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივად განხილვას მოჰყვა. ამ დროისთვის კომიტეტის სხდომა დასრულებულია.