წარმატებული ქველმოქმედები

წარმატებული ქველმოქმედები

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ვებ-გვერდმა “DoSomething.org” გასული წლის ყველაზე წარმატებული და აქტიური ქველმოქმედების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. რასაკვირველია ამ სიაში შოუ-ბიზნესში მოღვაწე პიროვნებები მოხვდნენ.

 

ყველასათვის მოულოდნელად პირველობა არავის დაუთმო ორიგინალური ქცევით გამორჩეულმა მომღერალმა ლედი გაგამ. ამ ექსცენტრიულმა ქალბატონმა შარშან საკუთარი საქველმოქმედო ფონდი “Born This Foundation” ჩამოაყალიბა. ამ ორგანიზაციამ შიდსისა და მსოფლიოში სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციებს დიდძალი თანხები გადაურიცხა.

 

მეორე საფეხურზე კანადელი ჭაბუკი ჯასტინ ბიბერი აღმოჩნდა. ჯასტინმა საკუთარი შემოსავლების გარკვეული ნაწილი ფონდის “Pencils of Promise” ანგარიშზე ჩარიცხა. ეს ორგანიზაცია ლაოსში, ნიკარაგუასა და გვატემალაში სკოლებს აშენებს.

 

მესამე პოზიცია ცნობილმა კინომსახიობმა ჯორჯ კლუნიმ დაიკავა.

 

აქტიური ქველმოქმედების ჩამონათვალში შემდეგი მუსიკოს-შემსრულებლები მოხვდნენ: შაკირა (11), Will.i.am (13), Coldplay (19) და ტეილორ სვიფტი (20).

 

წარმატებული მეცენატების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. ლედი გაგა

 

2. ჯასტინ ბიბერი

 

3. ჯორჯ კლუნი

 

4. უილ სმიტი

 

5. ლეონარდო დი კაპრიო

 

6. მეთ დეიმონი

 

7. ელენ დი ჯენერესი

 

8. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

 

9. დუაიტ ჰოვარდი

 

10. დემი ლოვატო