ბეიონსეს ქალიშვილი შეეძინა

ბეიონსეს ქალიშვილი შეეძინა

ამერიკულმა გამოცემამ “The New York Daily” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოპულარულ მომღერალ ბეიონსეს ქალიშვილი შეეძინა.

 

მიმდინარე წლის 6 იანვრის საღამოს ბეიონსე ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონში მდებარე ლენოქს-ჰილის საავადმყოფოში მოათავსეს. რასაკვირველია მისი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებული გახლდათ და სამკურნალო დაწესებულებაში ინგრიდ ჯექსონის სახელით გაფორმდა.

 

ბეიონსეს მეუღლემ, პოპულარულმა რეპერმა Jay-Z-იმ ყველაფერი იღონა რომ მშობიარობის პროცესი წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო.

 

იანვრის დასაწყისში წყვილმა საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსის მთლიანი სართული იქირავა. თავად სამკურნალო დაწესებულების შესასვლელებს პოლიციელთა და კერძო მცველთა გაძლიერებული რაზმები იცავდა. გამკაცრებული იყო საავადმყოფოში კერძო პირების შეშვება, თავად მედპერსონალს კი მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.

 

ამ ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგი გამოიღო და ბოლო წუთამდე ინფორმაცია ვარსკვლავური ოჯახის ახალი წევრის გაჩენის შესახებ ყველასათვის უცნობი გახლდათ.

 

ბედნიერმა მშობლებმა ახალდაბადებულს აივი კარტერი უწოდეს. მომღერლის მშობიარობა 1.3 მილიონი დოლარი დაჯდა.

 

ბეიონსეს ორსულობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის 28 აგვისტოს გავრცელდა. ამის შესახებ ლოს-ანჯელესში ჩატარებულ “MTV Video Awards ”-ის ნომინანტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე მას-მედიას თავად ბეიონსემ განუცხადა.