იურიდიულ კომიტეტზე ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით ვერც ერთი პროექტი ვერ გავიდა

იურიდიულ კომიტეტზე ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით ვერც ერთი პროექტი ვერ გავიდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით ვერც ერთი პროექტი ვერ გავიდა. კენჭისყრის შედეგად ხმები თანაბრად გაიყო და ისე გადანაწილდა, რომ უპირატესობა არც ერთ პროექტს არ მიენიჭა.

ვახტანგ ხმალაძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პროექტისადმი მხარდაჭერა ოთხმა დეპუტატმა გამოხატა. ამავე რაოდენობის დეპუტატმა მისცა ხმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ წარდგენილ პროექტს.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით კი, მხარდაჭერილად ის პროექტი ითვლება, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება. ამ შემთხვევაში საჭირო იყო სულ მცირე 5 ხმის დაფიქსირება რომელიმე პროექტის სასარგებლოდ.