ფარული მოსმენების გასაღების თემაზე დებატები ხვალ პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს

ფარული მოსმენების გასაღების თემაზე დებატები ხვალ პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს

ფარული მოსმენების გასაღების თემაზე დებატები ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. პარლამენტს ორი საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. დეპუტატები განიხილავენ და კენჭს უყრიან როგორც ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს, ასევე ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას. კენჭისყრის შედეგად გაირკვევა, რომელ ვარიანტს დაამტკიცებს საბოლოოდ პარლამენტი.

აღნიშნული კანონპროექტების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობის ხმები. არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესობა ხმის მიცემას ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტისათვის აპირებს, რომლის მიხედვითაც გასაღები რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს და კიდევ ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ეძლევა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი კრიტიკის საგანი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ როგორც დეპუტატებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.