ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ძალიან გვიან მოეხსნა და ისიც ნაწილობრივ.
„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ სამართლიანი გამოძიების მომხრე ვართ. მოვითხოვდით, რომ საქმეზე გრიფი მოეხსნათ. ძალიან გვიან, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოხსნეს. ვნახავთ რა არის გასაიდუმლოებული და ჩვენს დამოკიდებულებას ამის შემდეგ მოგახსენებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოძება ბოლომდე მივიდეს, დაცვის მხარე თანაბარ პირობებში იყოს ჩაყენებული და სასამართლო იყოს დამოუკიდებელი“, - განაცხადა გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა. გრიფი არ მოეხსნა მტკიცებულებების იმ ნაწილს, რომელიც სამხედრო უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.