ხმალაძე მზად არის დღის წესრიგიდან მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მოხსნას.

ხმალაძე მზად არის დღის წესრიგიდან მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მოხსნას.

იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღები გავა შს სამინისტროდან, ვახტანგ ხმალაძე მზად არის დღის წესრიგიდან მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მოხსნას.

როგორც ხმალაძემ იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გასაღები იყოს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს ხელში, მაგრამ არა შს სამინისტროს ხელში, რათა არ ჰქონდეს ადგილი ინტერესთა კონფლიქტს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ მიმართულებით გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში კი ხმალაძემ მზადყოფნა გამოთქვა, საკუთარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის დღის წესრგიდან მოხსნას.

რაც შეეხება შენიშვნებს, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას ითქვა, პროექტის ძირითად ნაწილში საერთოდ არ არის ასახული ორგასაღებიანი სისტემის მოქმედების სქემა და ამაზე მხოლოდ კანონპროექტის ტერმინოლოგიურ ნაწილშია საუბარი. კრიტიკის საგანი გახდა ისიც, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება 24 საათში მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. კომიტეტის სხდომაზე დაისვა კითხვები იმის თაობაზე თუ რატომ ემატება ფარული მოსმენების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია იმ ჩამონათვალს, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხსნებელის გედევან ფოფფხაძის მისამართით ძირითადად კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებები გამოითქვა.