სურკოვის სკანდალური განცხადება რკინიგზაზე: თბილისი წინააღმდეგი არასდროს ყოფილა

სურკოვის სკანდალური განცხადება რკინიგზაზე: თბილისი წინააღმდეგი არასდროს ყოფილა

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილ დოკუმენტზე საუბრისას რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოჭში, აფხაზეთის რკინიგზის სომხურ რკინიგზასთან დაკავშირების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.

როგორც სურკოვი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, ამ საკითხზე დაფიქრება შესაძლებელია და საერთო შეთანხმების შემთხვევაში ეს პროექტი შეიძლება განხორციელდეს. როგორც სურკოვი „კომერსანტთან“ განმარტავს, აფხაზეთის რკინიგზა ერთის მხრივ სომხეთის მიმართულებით წავა, მეორეს მხრივ კი რუსეთის მიმართულებით. სურკოვის განცხადებით მუხედავად იმისა, რომ ის ამ საკითხზე არ მუშაობს მისი ცნობებით „თბილისი ამ გზის წინააღმდეგი არასოდეს იყო“. ვლადისლავ სურკოვი , რომელიც კრემლში პუტინის თანაშემწედ მუშაობს , რეალურად რუსული პოლიტიკის რუხ კარდინალად ითვლება და ის ყირიმის , აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ერთ-ერთი ავტორია.