მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნა სამართლიანობის დადგენისკენ გადადგმული ნაბიჯია

მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნა სამართლიანობის დადგენისკენ გადადგმული ნაბიჯია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხსნას "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი სამართლიანობის დადგენისაკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

პეტრიაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა იძულებული გახდა, მათი მოთხოვნა გაეთვალისწინებინა და დოკუმენტების უმრავლესობისთვის გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა.

"ირაკლი ალასანიას, "თავისუფალი დემოკრატების", სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო თანადგომის ერთობლივი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და პროკურატურა იძულებული გახდა, ეს მოთხოვნა გაეთვალისწინებინა. დღეს უკვე დოკუმენტების აბსოლუტურ უმრავლესობას გრიფი მოხსნილი აქვს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია სამართლიანობის დადგენისკენ. დარწმუნებული ვარ, ადვოკატები შეისწავლიან საქმეს და დაიცავენ ღისრეულად მათ დაცვის ქვეშ მყოფებს, მათ უდანაშაულობას დაამტკიცებენ სასამართლოზე. ამას აუცილებლად შემდგომში მოყვება პასუხიმგებლობის საკითხი იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც მოტივაციის გარეშე დააკავეს უდანაშაულო ადამიანები. ისინი აგებენ პასუხს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრიფის მოუხსნელობა დროის გაჭიანურების მცდელობა იყო.

"ჩვენ მოვუწოდებდით, რომ რაც უფრო მალე განასაიდუმლოებენ დოკუმენტებს, მით უფრო მალე გამოვლენ ამ ჩიხიდან. მესმის, რთულია იმის აღიარება მათთვის, რომ ამდენი ხნის მანძილზე ცდილობდენ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას და ადვოკატებისთვის ხელის შეშლას, მაგრამ ვერაფერი აღუდგება წინ სიმართლის დადგენას და ადამიანების უდანაშაულობის დამტკიცებას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.