"ყველა ფორმატს გამოვიყენებთ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მსოფლიოს"

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ" გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არსებული სიტუაციია გააცნონ. "ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნოთ არსებული სიტუაცია. მეტი ძალისხმევა არის ახლა მათი მხრიდან საჭირო. ჩვენ, მთავრობა, ხელისუფლება ყველა ფორმატს გამოვიყენებთ, რაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ევროპას, მსოფლიოს. ეს იქნება აბაშიძე-კარასინის ფორმატი თუ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, ჟენევის ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული",- განაცხადა კალაძემ.