ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონის გამო შესაძლოა

ე.წ ფარული მოსმენების შესახებ კანონის გამო შესაძლოა "რესპუბლიკურმა პარტიამ" უმრავლესობა დატოვოს

ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ განონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ხმები ორად გაიყო. მმართველ გუნდში არჩევანს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტსა და ვახტანგ ხმალაძის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს სორის ვერ აკეთებენ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,რომ შესაძლოა აღნიშნული კანონპროექტი უმრავლესობაში განხეთქილების მიზეზი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი მხარს ხმალაძის ინიციატივას არ დაუჭერს, შესაძლოა უმრავლესობა "რესპუბლიკურმა პარტიამ" დატოვოს. შიდა კონსულტაციები პარტიაში დილიდან მიმდინარეობს, თუმცა თავად პატიის წევრები განცხადებას არ აკეთებენ. დეპუტატი ანი მიროტაძე კი აცხადებს, რომ ის მხარს ხმალაძის ინიციატივას უჭერს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა ის თუ ვის დარჩება ე.წ. გასაღები, არამედ ის იქნება თუ არა დაცული ადამიანის უფლებები.

"ჩემთვის მთავარი ის არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაღები დარჩეს არ დარჩეს. ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ის ,რომ უკანონო მოსმენებისგან დავიცვათ საზოგადოება და ეს იყოს გარანტირებული ტექნიკურად , რომ ვერავინ ვერ მოახერხოს, რომ რაღაცნაირად წაუცდეს ხელი და უკანონოდ მოუსმინოს რომელიმე ადამიანს. ამ ეტაპისთვის ჩემი პოზიცია ყველასთვის ცნობილია, რომ მე მხარს ვუჭერ ბატონ ვახტანგ ხამალაძის ვერსიას,"-განაცხადა ანი მიროტაძემ.