საქართველოში მთავარ პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს ელოდებიან. ადვოკატებს ის მასალები უნდა გადაეცეთ , რომელსაც გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა.
პროკურატურაში დღეს გაკეთდა განცხადება, რომ საქმის ნაწილს გრიფი მოხსნა.
დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, მას პროკურატურიდან უკვე შეატყობინეს გრიფი საიდუმლოს მოხსნის შესახებ და მასალების გადაცემის მიზნით დაიბარეს.