"ჩვენ შევეგუებით იმას, რაც გვსურს ჩვენ და რაც ენდომება აფხაზ ხალხს“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლითაც გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.

უსუფაშვილის თქმით, მას არ ეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ ჩაერთვება იმ პროცესებში, რომ საქართველოს მოსახლეობამ ყველას მყარად და მტკიცედ განუცხადოს, რომ არ შეეგუება რუსეთის სურვილებს.

„წარმოგიდგენიათ, საქართველოს რომელიმე მოქალაქემ თქვას, რომ არ ჩაერთვება იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობამ ერთად რაც შეიძლება მყარად და მტკიცედ განუცხადოს ყველას და პირველ რიგში აგრესორს, რომ მისი ეს ნაბიჯები მარცხისთვისაა განწირული და რომ ქართველები არასოდეს შევეგუებით იმას, რაც რუსეთს სურს. ჩვენ შევეგუებით იმას, რაც გვსურს ჩვენ და რაც აფხაზ ხალხს ენდომება, როდესაც მათ თავიანთი სურვილის თავისუფლად გამოთქმის და აღსრულების შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.