ლიტვა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება

ლიტვა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება

ლიტვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.

"ვეთანხმებით ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებას, რომ ე.წ. შეთანხმება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ლიტვა ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, უზრუნველყოს რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა და მიაღწიოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას",-ნათქვამია განცხადებაში.