„ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება“

„ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება“

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

„ამაზე ვთანხმდებით როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ასევე პარლამენტი, თავისი განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ მიიღო. ასევე საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი. შესაბამისაად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან საუბრები, ახსნა. კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა და კიდევ უფრო მეტი საუბრები უნდა იყოს, რათა მათთვის იყოს გასაგები რა მოხდა ამ შემთხვევაში. მეორეს მხრივ კი მათი მხარდაჭერა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.