ბოკერია-ალასანიას შეხვედრა მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვერ შემოიფარგლებოდა

ბოკერია-ალასანიას შეხვედრა მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვერ შემოიფარგლებოდა

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბოკერია-ალასანიას შეხვედრა კანადაში მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვერ შემოიფარგლებოდა. ვახტანგ ძაბირაძის აზრით, მათ შორის დიალოგი და შიდა პოლიტიკური საკითხების განხილვაც გარდაუვალი იქნება.

 „მათ შორის საუბარი აუცილებლად შედგებოდა, სხვანაირად გამორიცხულია, რადგან ორივე ერთი ქვეყნიდან არიან, ერთად იქნებიან იქ. რაც შეეხება რაიმე ტიპის შეთანხმებას, ეს ბოკერიასა და „ნაციონალურ მოძრაობას", ცხადია, აწყობთ, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს,რადგან ის არ აწყობს ალასანიასა და მის გუნდს. რაიმე ტიპის შეთანხმებას გამოვრიცხავ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. ეს არ არის ისეთი რთული საკითხი, რომ ალასანია ვერ ხვდებოდეს. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, როგორი კონფიდენციალურიც არ უნდა იყოს შეხვედრა, საქართველოში ის მაინც გამჟღავნდება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „პრაიტაიმთან" ინტერვიუში.