შეხვედრაზე მხარეებმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით მიმდინარე პროცესები განიხილეს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის ელჩს ამ რანგში პირველად შეხვდა.
„ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ამ ამპლუაში ეს ჩვენი პირველი ორმხრივი შეხვედრა იყო. განვიხილეთ ის პროცესი, რომელსაც საქართველო ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის თვალსაზრისით გადის. ასევე, პროექტები, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ბაქრაძემ.