პუტინმა საქართველოს რკინიგზას დაუმიზნა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე წერს.
„პუტინმა საქართველოს რკინიგზას დაუმიზნა. თანაც ეს განაცხადა ჩვენთვის დამამცირებელ დროს და ცინიკური ფორმით: აფხაზეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებისას. თითქოს ჩვენი აზრი არც კი აინტერესებდეს. საქართველოს მთავრობას მინდა ვუთხრა: გახსნით რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს? მიიღებთ გაჩერებულ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებს. ( ბაქო- თბილისი- ყარსის რკინიგზის ამოქმედებაც ამას შეუწყობს ხელს). სამხედრო- პოლიტიკური კონტექსტი მგონი კარგად გესმით. თუ რამდენად ლოიალური იქნება სომხეთი გარანტირებული გზის მიღებით, ესეც ადვილი მისახვედრია ( არა თქვათ, როცა გვინდა ჩავკეტავთო. ეს ლარსი არაა)!ეკონომიკური საჭიროებით ამართლებთ? დათვალეთ კარგად რა ტვირთები იმოძრავებს და ეს ილუზიაც გაგიქრებათ“,-წერს რომან გოცირიძე