რა კავშირი აქვს მუფტის გადადგომასთან ხელისუფლებას?

რა კავშირი აქვს მუფტის გადადგომასთან ხელისუფლებას?

”ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ჯემალ პაქსაძის გადადგომის გადაწყვეტილებას ეხმაურება დაა აცხადებს, რომ სახელმწიფო მუსლიმი თემის ურთიერთობაში უხეშად ერევა. როგორც ტარიელ ნკაიძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში აღნიშნა, ჯემალ პაქსაძის გადაყენებაში გარე ძალები არიან ჩართულები, ამ გარე ძალებაში კი ის ხელისუფლებას გულისხმობს. თანამდებობიდან გაყენებს ის, ვინც შენ ამ პოსტზე გნიშნავს- აცხადებს ნაკაიძე. ”სახელმწიფოს ასეთი ქმედება დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას. ვიდრე სამმართველოს რეორგანიზაცია არ განხორციელდება, არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, უნდა შეიცვალოს ზოგადად სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მართვა ეკუთვნის მუსლიმებს, იმისთვის, რომ დაიცავს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების უფლებები, სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს ძირეული რეორგანიზაცია ისევე როგორც დამფუძნებელი წევრების, ასევე, ეგრეთ წოდებული ფსევდო მეჯლისის წევრებისა. მიუხედავად იმისა რომ ახალი მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, ჩემი მეგობარია ერთი რამ არის ფაქტი, თუ მუსლიმ თემს არ მიეცა საშუალება მისი წინამძღვარი თავად აირჩიოს, ვინც არ უნდა მოიყვანო მის სათავეში, არა მაქვს იმედი, მდგომრეობა დადებითისაკენ შეიცვალოს. პირიქით, უფრო მეტი ალბათობაა საფუძველი გახდეს „რადიკალური ისლამის“ განვითარებისა.“ - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ