"ეს ხელშეკრულება კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონის მცოცავი ანექსიისა"

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის სილევიჩი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ.

"ეს ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთის რეგიონის მცოცავი ანექსიისა", - ნათქვამია PACE-ს თანამომხსენებელთა განცხადებაში.

როგორც ცნობილია, მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის სილევიჩი საქართველოს 3-5 დეკემბერს ეწვევიან.