ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა.
"არსებობს საშიშროება, რომ ასეთი ქმედებები გამოიწვევს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიას. აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის, ასევე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღევაა",-ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. შეთანხმება ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს, რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას აყენებს ზიანს.
"რუსეთის მიმდინარე ქმედებები აფხაზეთში, საზღვრის გავლების ჩათვლით უკანონოა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები, დააბრუნოს საკუთარი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე",- ნათქვამია განცხადებაში.