გუდაურში თოვლის საფარმა 45 სანტიმეტრი შეადგინა

გუდაურში თოვლის საფარმა 45 სანტიმეტრი შეადგინა

გუდაურში თოვლის საფარმა 45 სანტიმეტრი, ხოლო ბაკურიანაში 3 სანტიმეტრი შეადგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, გუდაურისა და ბაკურიანის გარდა, დღეს დილით ასევე თოვდა თელავში, დედოფლისწყაროში, ბოლნისში, ფასანაურში.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი დღესაც შენარჩუნდება, უმეტესად თოვლის სახით, ტემპერატურა 0 +5 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა +10 +15 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნალექი დღესაც შენარჩუნდება. საღამოს მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. ტემპერატურა ღამით 0 +2 გრადუსი იქნება.