ოთხ რელიგიურ კონფესიას 1 750 000 ლარი გამოეყოფა

ოთხ რელიგიურ კონფესიას 1 750 000 ლარი გამოეყოფა

საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით 2014 წლისათვის განსაზღვრული თანხა 1 750 000 ლარი 4 რელიგიურ კონფესიაზე განაწილდება, - ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის 117-ე დადგენილებით დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება. რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2014 წლისათვის განსაზღვრული თანხა 1 750 000 ლარი განაწილდეს საქართველოს ისლამურ თემზე – 1 100 000 ლარი, საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემს გაუნაწილდეს 300 000 ლარი, საქართველოს რომანულ კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს 200 000 ლარი და საქართველოს იუდეურ თემს 150 000 ლარი. 

სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ეს სახელმწიფოსგან გადადგმული პირველი მსგავსი ტიპის ნაბიჯია. თანხის გამოყოფა სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის მომავალ წელსაც იგეგმება. თუმცა, თანხის ოდენობა ამ ეტაპზე არ კონკრეტდებდა.