რიჩარდ ნორლანდი - აშშ არ ცნობს დე-ფაქტო აფხაზეთთან დადებულ არც ერთ შეთანხმებას

რიჩარდ ნორლანდი - აშშ არ ცნობს დე-ფაქტო აფხაზეთთან დადებულ არც ერთ შეთანხმებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს. 

როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განუცხადა, თამარ ბერუაჩაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. 

"ამ ინფორმაციას მე აშშ-ში, ცენტრალურ მთავრობას გადავცემ და ალბათ მოგვიანებით გაკეთდება ოფიციალური განცხადება. მანამდე მე გეტყვით, რომ აშშ არ ცნობს დე-ფაქტო აფხაზეთთან დადებულ არც ერთ შეთანხმებას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

აშში-ს ელჩის კომენტარის თარგმანი ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.