საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იწყებს კონსულტაციებს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად წარმოქნილი პრობლემების დასაძლევად. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას გამოეხმაურა.
პრეზიდენტმა ასევე სთხოვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყველა კონფესიის წარმომადგენელს საქართველოში, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა.
"მე ვთხოვ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა არ დაუშვან მცირერიცხოვანი ერების ასიმილაცია. ჩვენ ყველა, უნდა გავერთიანდეთ ამ საფრთხის ირგვლივ და მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის იმის რესურსი, რომ ეს ურთულესი ვითარება დაძლეულ იქნას", - განაცხადა პრეზიდენტმა.