ჩაკისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო

ჩაკისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო

ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი თანამდებობაზე მანამდე დარჩება, ვიდრე პრეზიდენტი ბარაქ ობამა ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით არ ჩამოყალიბდება.

"ერთი რამ, რაც ვიცი ჩაკის შესახებ, ეს არის ის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამიმართლა მასთან ერთად რომ ვიმუშავე ორი წლის განმავლობაში და მიხარია, რომ დათანხმდა ამ პოსტზე მუშაობას, ვიდრე ახალ მინისტრს არ დავნიშნავ და ახალ კანდიდატს კონგრესი არ დაამტკიცებს, რაც ნიშნავს, რომ ის გააგრძელებს ჩვენი ჯარების ხელმძღვანელობას ამ არც თუ იოლ დროში", - განაცხადა ბარაქ ობამამ, რომელმაც დღეს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად ბრიფინგი გამართა.

ჩაკ ჰეიგელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ თანამდებობაზე იმდენხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება.