შეთანხმების შემთხვევაში, შეიძლება სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზება სოხუმი-თბილისი-ერევანი

შეთანხმების შემთხვევაში, შეიძლება სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზება სოხუმი-თბილისი-ერევანი

რუსეთსა და აფხაზეთს, საერთო შეთანხმების შემთხვევაში, შეუძლიათ სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზება სოხუმი-თბილისი-ერევნის მიმართულებით . "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა პარტნიორებთან ერთად ვიფიქროთ და საერთო შეთანხმების შემთხვევაში, განვახროციელოთ ისეთი პროექტი, მაგალითად, როგორიც არის სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმი-თბილისი-ერევნის მიმართულებით", - აღნიშნა პუტინმა.