უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა. ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია ავტომანქანებს თელავიდან გომბორი-ვაზიანის მიმართულებით აღარ უშვებს . გზის ამ მონაკვეთზე მთელი საღამოა ინტენსიურად თოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გომბორის უღელტეხილიდან იტყობინება, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, გზის ამ მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდით სამუშაოებთან ერთად საგზაო სამსახურის თანამშრომლები გომბორის უღელტეხილზე ტექნიკურ მარილს ყრიან.