პრემიერ-მინისტრი სარეიტინგო კომპანია Moody-ს პრეზიდენტს მაიკლ მადელეინს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი სარეიტინგო კომპანია Moody-ს პრეზიდენტს მაიკლ მადელეინს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის პირობები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბიზნესმენებს სთავაზობს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და ექსპორტის ზრდას.

2014 წლის მონაცემებით Moody’s Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba3 სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. პოზიტიური ცვლილების ძირითად საფუძველს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერა და ასევე, გაუმჯობესებული ინსტიტუციური შესაძლებლობები და ეკონომიკური მმართველობა. 

Moody-ს რეიტინგები გავლენას ახდენს მსოფლიო საინვესტიციო კომპანიებზე, სააგენტოს შეფასებებს ითვალისწინებენ ბიზნესმენები და ინვესტორები ახალ ბაზრებზე შესვლის და ახალი პროექტების განხორციელებისას.