საქართველოს დელეგაცია Standard and Poor’s -ის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს დელეგაცია Standard and Poor’s -ის ხელმძღვანელობას შეხვდა

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და Standard & Poor`s -ის ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონულ ხელმძღვანელთან მირიამ ფერნანდეს დე ჰერედია მარტინესთან ლონდონში დღეს გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები იყო.

„Standard and Poor’s”-ის 2014 წლის მონაცემებით საქართველოს გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი სუვერენული საკრედიტო რეიტინგებით “BB”, ხოლო შეფასება სტაბილური აქვს.