საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ქმედების საკითხზე დიპკორპუსთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ქმედების საკითხზე დიპკორპუსთან შეხვედრა გამართა

დიპლომატებისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო თანამშრომლობის დადასტურება, რათა რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი მაქსიმალურად იყოს დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განუცხადა.

მინისტრი დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

"დიპლომატებთან შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა დღევანდელი ფაქტის შესახებ. მათგან მივიღეთ ძალიან მკაფიო დადასტურება მხარდაჭერის შესახებ. ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო დადასტურება თანამშრომლობაზე, რომ ერთად უნდა გამოვიყენოთ ყველა ორმხრივი და საერთაშორისო ფორმატი, რათა რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი მაქსიმალურად იყოს დაგმობილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ფორმატი გამოყენებულია და კიდევ უფრო აქტიურად იქნება ასევე ყველა ფორმატი გამოყენებული.