პრემიერმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტი Fitch Ratings-ის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო

პრემიერმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტი Fitch Ratings-ის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსთან , Fitch Ratings-ის პრეზიდენტთან პოლ ტეილორთან შეხვედრით დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, Fitch Ratings-მა 2014 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც საქართველოს ახალი რეიტინგი მიენიჭა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესებას გულისხმობს.

"ჩვენ განვიხილეთ ცვლილებები და სტრუქტურული რეფორმების გაუმჯობესების საკითხები, მე მოვუწონე საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმ ზომების მიღება, რომელიც ქვეყნის შემდგომ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვართ შთაბეჭდილების ქვეშ, რომელსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ Fitch Ratings-ის პრეზიდენტმა პოლ ტეილორმა.

"სასიხარულოა, რომ სარეიტონგო კომპანიები პოზიტიურად აღნიშნავენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მათი ყოველწლიური შეფასებაც შესაბამისად პოზიტიურია. ჩვენ ველოდებით, რომ მომავალ წელს ეს შედეგები კიდევ უფრო გაიზრდება და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი აქ ჩამოსვლა და შეხვედრა სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესება ემყარება შემდეგ ძირითად ფაქტორებს: საქართველო მტკიცედ აგრძელებს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს; საქართველოს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც, თავის მხრივ მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ.ევროკავშირის ბაზარზე უფრო ადვილი ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერიოდში; საქართველოში არის ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო; საქართველოს არის ეკონომიკური პროგრესი და პოლიტიკურისტაბილურობა, რომლის დასტურია უკვე მესამედ არჩევნების მშვიდ, კონკურენტუნარიან გარემოში დემოკრატიულად ჩატარებას; საერთაშრისო ორგანიზაციები და დამკვირვებლები ადასტურებენ საქართველოს ინსტიტუციურ გაძლიერებას; ქვეყნის პოლიტიკურმა სტაბილურობამ, კორუფციის შემცირებასთანერთად, ხელი შეუწყო ბიზნესის მხრიდან ნდობის ამაღლებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი რომან ჩხენკელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.