ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების გეგმა და ორგანიზება შესაძლოა სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს.
ამის შესაძლებლობას "საქართველოს საიდუმლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ერთ-ერთია ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის პაკეტში წარდგენილ პროექტებს შორის.
მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებები. კანონი ამ ჩამონათვალში ფარულ საგამოძიებო საქმიანობას არ ითვალისწინებს.